|
2026-06-10 12:05:12, 1512 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
რუბიო კაია კალასს არც კი ხვდება, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს, ყურადღებასაც არ აქცევენ, შეხვედრის ღირსადაც არ მიიჩნევენ, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ. „საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. სავიზო რეჟიმი როდესაც იქნა შემოღებული, ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია. ვხედავთ, რომ სირცხვილის გრძნობა მაინცდამაინც აღარ არსებობს ბრიუსელში. როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის. მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომლებიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს ის პოლიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც არასდროს არსებობდა, რაც კი ევროკავშირი, მისი ვიზა და უვიზობა არსებობს. ქართველი ხალხი, საქართველოში მცხოვრები ოთხი მილიონი მოსახლეობა დაგვაფასეს. ევროკავშირი შეიყარა, დრო დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და თავისი წესები მოერგო საქართველოზე. ეს არის მეორე დარღვევა – ევროკავშირის წესები მოარგეს ერთ სპეციფიურ სუბიექტს, ამ შემთხვევაში, საქართველოს. მესამე – ამ პოლიტიკური კრიტერიუმით, თავისი აზრითა და ჭკუით, რასაც უნდათ, იმას მოგთხოვენ. ახლა ფანტაზიას აღარ აქვს საზღვარი, გვეუბნებიან, რუსეთს დაუწესეთ სანქციებიო. ანუ, გვეუბნებიან, თავი მოიკალით, თუ უვიზო მიმოსვლა გინდათო. თავი თუ დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვინღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში? იქნებ, ესეც აგვიხსნან. ამისკენ გვიბიძგებენ, საკუთარი ქვეყნის დანგრევას გვთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეთ, ანუ დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ამას ითხოვენ პირდაპირ. ჩვენ ქვეყანას ვერ დავაგნგრევთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა, დღეს ვიზა პოლიტიკურ იარაღად აქციოს. ეს კიდევ მესამე დარღვევაა, როდესაც სავიზო პოლიტიკას იყენებ პოლიტიკურ იარაღად. ყველა ქვეყანას აქვს სავიზო სისტემა და მაშინ ახლა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვიზა პოლონელი ჩინოვნიკებისთვის, თუ რა ვქნათ, ასე ესკალაციაზე უნდა წავიდეს ყველაფერი? ეს არის უმწიფარი პოლიტიკა ევროკავშირის. ბრიუსელმა სადამდეც მიიყვანა ევროკავშირი, მიიყვანა ამ უმწიფრობით. ამიტომ არის, რომ რუბიო კაია კალასს არც კი ხვდება. ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს, ყურადღებასაც არ აქცევენ, შეხვედრის ღირსადაც არ თვლიან ევროკავშირის უმაღლეს საგარეო წარმომადგენელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)