|
2026-06-09 14:24:35, 3066 ნახვა
საზოგადოება
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა
გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო გალტ & თაგარტის მიგნებები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების, მაკროეკონომიკური მოლოდინებისა და დასავლეთ საქართველოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონის - იმერეთისა და სამეგრელოს - ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ. კონფერენციაზე გალტ & თაგარტის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარმოადგინა და 2026 წლის პროგნოზებზე ისაუბრა. გალტ & თაგარტი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს და საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება რეგიონში. კონფერენციის მეორე ნაწილი იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკებს დაეთმო. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, იმერეთი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მესამე რეგიონია და ქვეყნის ეკონომიკის 7.7%-ს ქმნის, ხოლო სამეგრელოს წილი 5.5%-ს შეადგენს, რაც რეგიონს მეხუთე ადგილზე აყენებს. გალტ & თაგარტის შეფასებით, იმერეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა და 2025 წელს 8.1 მილიარდ ლარს მიაღწია. რეგიონში ეკონომიკური აქტივობა არაერთ დარგზე, მათ შორის, მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და უძრავ ქონებაზეა გადანაწილებული. სამეგრელოს ეკონომიკაც სტაბილური ზრდით ხასიათდება. ბოლო ათ წელიწადში რეგიონის ეკონომიკა ასევე თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2025 წელს 5.8 მილიარდ ლარს მიაღწია. რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორებს აქვს, რომლებიც ეკონომიკის დაახლოებით მესამედს ქმნის. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ურბანიზაციის, უძრავი ქონების ბაზრისა და საინვესტიციო აქტივობის ტენდენციებიც. გალტ & თაგარტის კვლევების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://galtandtaggart.com/ka/research
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)