|
2026-06-09 14:24:11, 2425 ნახვა
საზოგადოება
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
თიბისის მუდმივად განახლებად მობაილბანკს მაისში არაერთი ახალი ფუნქციონალი და გაუმჯობესება დაემატა, რომლებიც შენს საჭიროებებს ერგება და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გთავაზობს. მაისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახლება ოვერდრაფტის სრულად ციფრულად დამტკიცების შესაძლებლობაა. თუ აქამდე აქამდე ოვერდრაფტის გასააქტიურებლად ფილიალში მისვლა ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება გჭირდებოდა, ახლა ამის გაკეთება პირდაპირ მობაილბანკიდან, სულ რაღაც 1-2 წუთში შეგიძლია. ამ ეტაპზე, ოვერდრაფტის სრულად მობაილბანკიდან დამტკიცების შესაძლებლობა საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. დიდი სიახლეა მობაილბანკში კრიპტო პლატფორმის დამატება, რომელიც 60-მდე კრიპტოაქტივით ვაჭრობის შესაძლებლობას გაძლევს. სასურველი კრიპტოაქტივის ყიდვა და გაყიდვა 24/7 რეჟიმში, პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია, დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და ცალკე რეგისტრაციის გარეშე. ახალი ფუნქციონალი კრიპტოაქტივებზე წვდომას უკვე ნაცნობ ციფრულ გარემოში გთავაზობს, რაც ინვესტირების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. ფინანსების მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახდა „ჩემი ფინანსების“ განახლებული ფუნქციონალით. ახლა შეგიძლია ფინანსური სტატისტიკიდან ამოიღო ის ტრანზაქციები, რომლებიც რეალურად შენს ყოველდღიურ ხარჯებს არ ასახავს. შედეგად, „ჩემი ფინანსები“ უფრო ზუსტ და რელევანტურ სურათს გაჩვენებს. მაისის განახლებებს შორისაა QR-ით თანხის განაღდების პროცესის გაუმჯობესებაც. ახალი ვერსიით, ბანკომატიდან QR-ით თანხის გამოტანისას, უკვე შეგიძლია შეამოწმო რომელი კუპიურებია ხელმისაწვდომი. თიბისი მობაილბანკი მუდმივად ვითარდება შენი საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით. მაისის განახლებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ყოველდღიური ფინანსური საკითხების მართვა უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის, მობაილბანკის განახლება უკვე შენს ხელშია. მომდევნო განახლებამდე კი, თავად გამოსცადე მობაილბანკის შესაძლებლობები -https://app.tbcbank.ge/YiId/lnruz1fr
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)