23:56 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-09 11:50:55, 2634 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თანახმად, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას.

კობახიძის თქმით, შესაბამის შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.

"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. თქვენ იცით, რომ, დაახლოებით, 3 წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი.

ამ 3-მა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული. მათ შორის ორმხრივად, იცით, რომ, უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს უკვე, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა ჩინეთს შორის. და ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები.

ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს, ბუნებრივია, ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი", თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics