|
2026-06-08 21:01:06, 5281 ნახვა
პოლიტიკა
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ძამბოლატ ტადტაევმა, თანამდებობა დატოვა. ეს მოხდა ე.წ. მთავრობის სხდომაზე, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი, ალან გაგლოევი ესწრებოდა. შეხვედრაზე მოსკოვისა და ცხინვალის შემდგომი განვითარება და მათ შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულება განიხილეს. გაგლოევმა ტადტაევის გადადგომა მიიღო. ახალი „პრემიერ-მინისტრის“ დანიშვნამდე, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მისი მოადგილე, კონსტანტინე ჯიოევი იქნება. ამასობაში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი შეიძლება გახდეს ამჟამინდელი „სახელმწიფო მრჩეველი“ მარატ კამბოლოვი, რომელიც რუსეთის პროტეჟედ ითვლება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლი მას 2027 წელს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნების შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერად ამზადებს. შეგახსენებთ, რომ ძამბოლატ ტადტაევი „პრემიერ-მინისტრად“ 2026 წლის თებერვალში დაინიშნა. 2026 წლის იანვრის ბოლოს ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა „მთავრობა“ დაითხოვა და მისი „ხელმძღვანელი“, კონსტანტინე ჯუსოევი, სავარაუდოდ, „მისი თხოვნით“ (ის ამ ე.წ. თანამდებობას 2022 წლის 20 ივნისიდან იკავებდა - რედ.) თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტადტაევი დროებით დაინიშნა მისი მოვალეობის შესასრულებლად.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)