|
2026-06-08 14:41:56, 2801 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
პარტია თავისუფლების მოედანი ნიკოლ ფაშინიანსა და სომეხ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. "სომეხ ხალხს და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ. არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მოქალაქეების ერთგულება დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლის მიმართ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა და ზეწოლისა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი რეგიონი დგას. საქართველოსა და სომხეთს ისტორიული მეგობრობა, საერთო გამოცდილება და ევროპული მისწრაფებები აკავშირებს. ორივე ქვეყანამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შენება მუდმივ ძალისხმევასა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას მოითხოვს. გვჯერა, რომ ჩვენი რეგიონის მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარება თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებზე უნდა აშენდეს. ძლიერი, წარმატებული და დემოკრატიული სომხეთი არა მხოლოდ სომეხი ხალხის, არამედ მთელი რეგიონის ინტერესებშია. ამ გზაზე სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ". - წერია პარტიის განცხადებაში. წინასწარი საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)