|
2026-06-05 21:57:29, 6557 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პრაგმატიკოსებისგან შედგება, რომლებსაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო უარყოფითი შედეგები ესმით. "საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებითაა შემდგარი. ისინი ადასტურებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, მაგრამ ესმით, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს შეწყვიტოს იყოს ქვეყანა, რომელიც თავისი პროდუქციით არის ცნობილი" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის 70% ამჟამად რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე მოდის, ხოლო მნიშვნელოვანი წილი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებზე. "ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს. აღარაფერს ვამბობ იმ მოთხოვნაზე, რომ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აღიარონ ევროკომისიის ყველა საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ასე შემდეგ" - თქვა მან. გარდა ამისა, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის "ფაქტობრივად, ურთიერთობები რეგულარულ საფუძველზე შენარჩუნებულია", ხოლო რუს ტურისტებს უყვართ საქართველოში ჩამოსვლა და "ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა".
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)