|
2026-06-04 21:48:59, 6726 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე რუსეთ-საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას უჭერდა მხარს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოში ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული გულბაათ რცხილაძის ბედით. რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია Ria-ს თანახმად, ეს განცხადება მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გვაღელვებდეს მისი ბედი... ასევე დავაზუსტებ, რომ მისი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მძიმედ ავადმყოფი ხანდაზმული მამა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ამ საკითხში გარკვევას. უდავოდ, პატივს ვცემთ ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და კანონმდებლობას, თუმცა, თქვენი კითხვის საპასუხოდ, ჩვენი შეფასებებიც გაგიზიარეთ“, — განაცხადა მან ბრიფინგზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქე "დააკავეს ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მან საქართველოში საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტის დაწყება დააანონსა". „როგორც ჩანს, გარკვეული ძალები დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო საზოგადოებისგან ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის დამალვით“, — განაცხადა მარია ზახაროვამ. მან ასევე თქვა, რომ გულბაათ რცხილაძე კარგად არის ცნობილი, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში "საჯაროდ, გულწრფელად და ყოველგვარი დამალვის გარეშე რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უთანხმოებების დაძლევას, ასევე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების უჭერდა მხარს“. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლელა მარიდაშვილის გადაწყვეტილებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)