|
2026-06-04 13:10:35, 4219 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: აშშ-მა უნდა გამოასწოროს გადაწყვეტილებები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო
ვაშინგტონმა უნდა გადახედოს და გამოასწოროს საქართველოსთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, — ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას. კალაძის თქმით, საქართველო მზად არის აშშ-სთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დასაწყებად, თუმცა ეს პროცესი სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. "როდესაც საქართველოში აშშ-ს დელეგაცია იმყოფებოდა, პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად ღიად ისაუბრა. ჩვენი გუნდის პოზიცია იცით - აქ დასამალი არაფერია და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ შესაბამისი გზამკვლევით. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები არაერთხელ გაგვიკეთებია. ურთიერთობები სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. რადგან სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, აშშ-მ უნდა აღადგინოს სამართლიანობა და ის გადაწყვეტილებები გამოასწოროს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო - ეს ყველაფერი ძალიან ცუდი და მძიმე იყო, რადგან ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილსა და სიცრუეზე. ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო - მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე. ახლანდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით იმის შესაძლებლობა აქვს, რომ არასწორი გადაწყვეტილებები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით იყო მიღებული, გამოასწოროს მთავარია, რომ ურთიერთობები დაფუძნებული იყოს სამართლიანობაზე, რაც არის პრინციპული და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)