|
2026-06-01 13:19:40, 15175 ნახვა
კულტურა
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
თიბისი კონცეპტის გალერეა 6 ივნისიდან 15 სექტემბრამდე წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილი პერსონალურ გამოფენას – „საით მიფრინავ, ღრუბელო?“ – ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ. გამოფენა ფერეიდნელი ქართველების ისტორიასა და კოლექტიურ მეხსიერებას ეძღვნება – თემს, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ირანის ისპაანის პროვინციაში აგრძელებს საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ქართული ენის შენარჩუნებას. გამოფენის სახელწოდება ერთი სიმბოლური ისტორიიდან იღებს სათავეს. ფერეიდანში მოგზაურობისას ნათელა გრიგალაშვილმა ადგილობრივისგან მოისმინა მისი დედის სიტყვები: „საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!“ – მონატრებისა და სამშობლოსთან უხილავი კავშირის ეს განცდა გამოფენის მთავარ ემოციურ ხაზად იქცა. პროექტის კონცეპტუალური საფუძველი უკავშირდება ლადო აღნიაშვილის 1894 წლის ჩანაწერებს. აღნიაშვილი პირველი ქართველი იყო, რომელმაც ირანში „დაკარგული“ ქართველების მოსაძებნად იმოგზაურა და მათი ყოფა აღწერა. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია სწორედ ამ ისტორიული მოგზაურობის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს – კულტურული მეხსიერების, იდენტობისა და დროის მიღმა გაგრძელებული კავშირის კვლევას. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავს ფერეიდანს, როგორც უნიკალურ კულტურულ სივრცეს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება სამშობლოს მუდმივ მონატრებასთანაა გადაჯაჭვული. ფოტოსერია ქმნის დიალოგს საუკუნის წინ აღწერილ და დღევანდელ ფერეიდანს შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც ერთდროულად ისტორიულიცაა და პირადიც. ოცდაათ წელზე მეტია, ნათელა გრიგალაშვილი დოკუმენტური ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. მისი შემოქმედების მთავარი თემებია საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება, იზოლირებული თემების სოციალურ-კულტურული იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება და თანამედროვეობის გავლენა ტრადიციულ გარემოზე. ფოტოგრაფი ცნობილია გრძელვადიანი პროექტებით, რომლებიც ადგილობრივ თემებთან მჭიდრო ურთიერთობისა და ნდობის საფუძველზე იქმნება, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ სიღრმესა და ინტიმურობას ანიჭებს. კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი გამოფენის გახსნა: 6 ივნისის, 17:00 სთ. მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის 7.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)