|
2026-05-30 13:22:53, 4001 ნახვა
სამართალი
სუს-ის დაკავებული ჯაშუშობაში ბრალდებული, პრორუსი გუბაატ რცხილაძეა
სანქცირებული სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადრე დაკავებული პირი არის ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, ქართველი ანალიტიკოსი გულბაატ რცხილაძე. ტელევიზია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაკავებულს კავშირი ჰქონდა ორი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან. ბრალდებული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორია. „უცხოური სადაზვერვო სამსახურების მითითებითა და დაფინანსებით, ბრალდებულებმა შექმნეს საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზება გაუწიეს სხვადასხვა ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ საქმიანობის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები ერთდროულად თანამშრომლობდნენ ორი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან და ახორციელებდნენ პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა მაღრაძემ. 2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაში „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელისა და მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ კოორდინატორის, გულბაათ ვიქტორის ძე რცხილაძისთვის სამახსოვრო მედლის - „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი“, გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. მედალი გადაეცემა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით. „მადლობა გამორჩეულ მსოფლიო ლიდერს, ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინს! მადლობა მოძმე და დიდ რუს ხალხს! ეს ჯილდო ყველა ჩვენი ქართველი თანამებრძოლისაა! წარსულის ხსოვნით წინ, მომავლისკენ!“ - დაწერა ამის შესახებ რცხილაძემ თავის Facebook-პროფილში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)