|
2026-05-29 10:49:41, 2501 ნახვა
სამართალი
პაპუნა ლოცულაშვილი, რომელიც პოლიციელებმა გორში ჯგუფურად სცემეს, გართულების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს
პაპუნა ლოცულაშვილი, კაცი, რომელიც პოლიციელებმა გორში ჯგუფურად სცემეს, გვიან ღამით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. "მდგომარეობა არის სტაბილური. ამჟამად სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი დღეს იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა, აღენიშნა გულისრევა, ჰქონდა თავის ტკივილი, რის გამოც გამოძახებულმა სასწრაფომ პაციენტი შემოიყვანა ჩვენს კლინიკაში. ჩვენთან მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე. უტარდება მაღალტექნოლოგიური კვლევები, პაციენტი ვიწრო სპეციალისტების მიერ კონსულტირებულია. დანარჩენი მდგომარეობა გვაჩვენებს, როგორ განვითარდება სიტუაცია“ - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა, მანანა ლობჟანიძემ. „დღის მეორე ნახევრამდე ცოტა ისე იყო და დღის მეორე ნახევრიდან უკვე სისუსტე დაეწყო. ორჯერ გული წაუვიდა და შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ გადმოგვეყვანა საავადმყოფოში. ასევე, ჰქონდა ტანის ტკივილები, მკერდში ტკივილები, კისრის არეში ტკივილები, ხელი სტკიოდა, უკან თავი, გულისრევის შეგრძნებები. სასწრაფომ გადაწყვიტა, რომ ამ კლინიკაში შეეყვანათ. ახლა შეყვანილი ჰყავთ და ტარდება შესაბამისი გამოკვლევები. ვნახოთ, რა იქნება. წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. ცოტა გაიარა-გამოიარა და დღის მეორე ნახევარში გახდა უკვე შეუძლოდ. გული წაუვიდა ორჯერ და გამოვიძახეთ სასწრაფო“ - განაცხადა გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმამ გიგლა ლოცულაშვილმა. 27 მაისს გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს - პაპუნა ლოცულაშვილი - დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)