|
2026-05-28 03:45:02, 4662 ნახვა
პოლიტიკა
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი ეხმაურება ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მუქარას, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ანგარიშის ავტორის, გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ იყო მიმართული. კანდელაკის თანაავტორობით დაწერილი ანგარიში საქართველოში ირანის მზარდ გავლენებს ეხება. კობახიძემ სამთავრობო მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით". "ბატონო კობახიძე, ჰადსონის ინსტიტუტი ამ ანგარიშის გამომცემელია. როგორც ჰადსონის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ამ კვლევასა და მის დასკვნებს. ფაქტებს ვერ შეცვლის ხმამაღალი განცხადებები და მუქარები. თქვენ არ ხართ ქართული ოცნება - თქვენ ქართული ოცნების დამანგრეველი ხართ" - დაწერა უოლტერსმა სოციალურ ქსელში. ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა. „ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი. ჩვენი ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე", - განაცხადა პრემიერმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)