|
2026-05-27 19:45:12, 4326 ნახვა
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ამერიკელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში საუბარია უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემების დეფიციტის შესახებ. „როდესაც საქმე რაკეტებისგან საჰაერო თავდაცვას ეხება, ჩვენ ჩვენს მეგობრებზე ვართ დამოკიდებული. ხოლო როდესაც საქმე ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვას ეხება, ჩვენ თითქმის მთლიანად აშშ-ზე ვართ დამოკიდებული“, - ნათქვამია ზელენსკის წერილში. ასევე, ზელენსკი წერს, რომ ნატო-ს „PURL პროგრამის ფარგლებში იარაღის მიწოდების ტემპი არსებული საფრთხის რეალობას აღარ შეესაბამება“. „უკრაინელი ხალხის სახელით, აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესს პატივისცემით ვთხოვ, რომ პროცესში ჩართულები დარჩნენ და დაგვეხმარონ რუსული ტერორისგან დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, Patriot PAC-3 რაკეტებისა და დამატებითი სისტემების უზრუნველყოფაში, რათა რუსული ბალისტიკური რაკეტები და სხვა რუსული სარაკეტო თავდასხმები შევაჩეროთ“, - წერს ზელენსკი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)