|
2026-05-27 13:07:48, 4700 ნახვა
სამართალი
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ 26 მაისს დასანქცირებულ კომპანიებზე (შპს ეიაიფორი, შპს არვიქს და შპს რაპირა გრუპ) დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები - 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სია გააფართოვა და შეზღუდვები დააწესა იმ ფინანსური და კრიპტოქსელების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს დასავლური ბლოკადის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციების პაკეტით დარტყმა მიადგა იმ სუბიექტებს, რომლებიც რუსულ მხარეს უკანონო ფინანსურ არხებს უნარჩუნებენ. ახალ შავ სიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კომპანიებთან ერთად მოხვდა სამი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სანქციების დაწესების მთავარი მიზეზი სწორედ ამ კომპანიების მხრიდან რუსეთისთვის დახმარების გაწევა და საერთაშორისო შეზღუდვების არიდების მცდელობა გახდა. უწყება პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციები კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში ოპერირებდნენ და მოსკოვის ინტერესებს ემსახურებოდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)