19:33 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 11:35:47, 1187 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურა სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე კიევიდან უარს ელოდება

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უკრაინიდან პასუხი მიღებული არ არის, თუმცა პროკურატურა უარს ელოდება, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


როგორც გოგაძემ აღნიშნა, პროკურატურა ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ჩვენი მოთხოვნა ძალაში რჩება. ის ხალხი, ვინც არის ძებნილი და ვისაც ჩვენ ვთვლით, რომ სავარაუდოდ დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას ამ მიმართულებით. არა თუ უკრაინასთან, არამედ სხვა ქვეყნებთან კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ეს პროცედურა ერთ დღეში არ მთავრდება. ჩვენ ყველა სხვა საშინაო დავალებები გვაქვს მომზადებული და ამ კუთხით რა თქმა უნდა ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics