20:14 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 13:07:44, 2734 ნახვა

საზოგადოება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია

ბიზნესის სექტორს ასევე თავად შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი. მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია , -ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების მარათონში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ეპისკოპოსის თქმით, „გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც“

„მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების თვითორგანიზებული ჯგუფის ინიციატივას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების შესახებ.

უფალს ჩვენს იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოებისა და გულკეთილობის გამო. მაცხოვარი ეალერსებოდა და ლოცავდა მათ. ბრძანა უფალმა: ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, თავად მე შემიწყნარებს. უფალი ასევე მიგვითითებს, არ შეიძლება ყრმების აბუჩად აგდება, რადგან მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეციური მამის სახეს.

უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში.

ბიზნესის სექტორს ასევე თავად შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი.

მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია.

ამრიგად, გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც. პატივისცემით გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“- წერს მეუფე გიორგი.

ის აქვეყნებს ანგარიშის ნომრებს: თბს - #GE20TB7881145068100026 საქ. ბანკი - #GE49BG0000000611756133





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics