|
2026-05-20 11:51:23, 2044 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
მსჯავრდებულთა რაოდენობაში შედის არა მხოლოდ პატიმრები, არამედ პირობითი მსჯავრის მქონე პირები, ყველა, ვიზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მათი რაოდენობა არის 22 000, თუმცა პატიმრების – 8 700, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ტყუილი და მანიპულაციაა. „ვნახეთ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც მსჯავრდებულებთან დაკავშირებით გააჩაღეს. ეს არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდებულთა რაოდენობაში შედის არა მხოლოდ პატიმრები, არამედ პირობითი მსჯავრის მქონე პირები, პრობაციაზე მყოფები და საერთო ყველა, ვიზეც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მათი რაოდენობა არის 22 000, თუმცა პატიმრების 8 700. ასე რომ, არანაირი კორელაცია არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 მხოლოდ პატიმარი ჰყავდა. მათ 310 000 საქართველოს მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% ნაციონალურ მოძრაობას გამოცხადებული ჰყავდა კრიმინალად. იმ კრიმინალური რეჟიმის მეხოტბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები რაღაცნაირად ცდილობენ თავის დამკვიდრებას და ასეთ მანიპულაციას ავრცელებენ. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული იყო ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია თუ პროპაგანდისტი აქტივისტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 22 767 მსჯავრდებული იყო. ეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წელს ქვეყანას ჰყავდა 11 153 პატიმარი - 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ესეც რეკორდული მაჩვენებელია. 19 მაისს ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა პენიტენციური სტატისტიკის ახალი ანგარიში, რომელიც ასახავს ევროპის ქვეყნებში პატიმართა რაოდენობას. ეს ანგარიში ქვეყნების მონაცემებს ითვლის არა მთელი წლის მიხედვით, არამედ 31 იანვრის მდგომარეობით. ანგარიშში ნათქვამია, რომ „პატიმართა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავ შეინიშნება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, სადაც სისტემები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებს თავისუფლების აღკვეთით სასჯელებს. რეგიონში თურქეთი ლიდერობს - 100 000 მოსახლეზე 458 პატიმრით, მას მოსდევენ აზერბაიჯანი (271), მოლდოვა (245) და საქართველო (232). ევროსაბჭოს კვლევის თანახმად, 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველო პრობაციონერთა რიცხოვნობით ევროპაში მეორე ადგილზე იყო - ყოველ 100 000 მოსახლეზე 583 პრობაციონერით. ქვეყანას მხოლოდ პოლონეთი უსწრებდა, სადაც ეს მაჩვენებელი 627-ს შეადგენდა. შემდეგ მოდიოდა თურქეთი (459) და ალბანეთი (413)
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)