|
2026-05-18 15:24:05, 7420 ნახვა
სხვადასხვა
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თეატრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად წარმართავს თავისი საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას კულტურის სამინისტროში, 14 მაისს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დადგმულ წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოების ნაწილი კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. 14 მაისს რუსთაველის თეატრის მცირე სცენზე რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომისდროინდელ სიმღერებზე იყო შექმნილი. ინფორმაცია წარმოდგენის შესახებ, 16 მაისს სოციალურ ქსელში გაავრცელა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ და დაწერა, რომ "კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაირა" ლეგენდარულმა მელოდიებმა, როგორიცაა „კატიუშა“, „ბნელი ღამე“ და „ლურჯი ცხვირსახოცი“, მაყურებლის გულებში ცოცხალი გამოხმაურება ჰპოვა. მუსიკალურ ნომრებთან ერთად, მსახიობებმა ღრმა ემოციით წარმოთქვეს იმ დიდი ეპოქის პოეტებისა და მწერლების - კონსტანტინ სიმონოვის, ალექსანდრ ტვარდოვსკის, რობერტ როჟდესტვენსკის და ვლადიმირ ვისოცკის - უკვდავი სტრიქონები. საღამოს სტუმრებმა - დიპლომატიური კორპუსის, საქმიანი და აკადემიური წრეების, საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რუსმა თანამემამულეებმა - აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს თითოეული წარმოდგენა. ჩვენი საერთო ისტორიის, დიდი სამამულო ომის გმირული გვერდების წმინდა პოეტური მოგონებები სამუდამოდ დარჩება რუსეთისა და საქართველოს ხალხების გულებში", - ნათქვამია სექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფეისბუკვერდმა "საქართველო ტელეკოპპანია "მირ"ის ობიექტივში/ ყველაფერი საქართველოს შესახებ" გაარცელა ამონარიდები წარმოდგენიდან და რამდენიმე ინტერვიუ მსახიობებთან. რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) სტუდენტი დანიილ კორნეევი კომენტარში ამბობს, რომ "ძალიან მშობლიურად" მიიღეს. "თითქოს ეს არ არის სხვა ქვეყანა. სხვა ქალაქი, თითქოს არც არსად წავსულვართ, ვიყავით და ვიქნებით სულ". წარმოდგენას საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და შეკითხვები მოჰყვა. "სოციალური სამართლიანობის" ცენტრის დირექტორმა თამთა მიქელაძემ ფეისბუკზე გამოქვყენებული პოსტში დაწერა, რომ "ცხადია, რომ მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება თავისთავად პრობლემური არ არის, ეს ჩვენი ხალხის მძიმე გამოცდილება იყო და მას დანახვა, შესწავლა და ტრავმის და მსხვერპლის აღიარება სჭირდება, მაგრამ პრობლემურია მისი კრემლისეული, კოლონიური პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. და სწორედ ამიტომ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა, საერთოდ იფიქრა ვინმემ თეატრში ან სამინისტროში, რას ნიშნავს დღეს კრემლის პროგრამით ორგანიზებული მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში?" რუსთაველის თეატრის დირექტორთან დაკავშირება რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო, მან სატელეფონო ზარებს რა უპასუხა. კულტურის სამინისტროში განაცხადეს რომ "ეს იყო იჯარა - სცენა გაცემული იყო იჯარით". ტვ "პირველთან" სატელეფონო საუბარში თეატრის დირექტორი გია თევზაძე ამბობს, რომ წარმოდენას სცენა ოჯარის საფუძველზე დაუთმეს. „ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, ეს „გიტისის" სტუდენტები იყვნენ... ჩვენ არავის დაგვიკარგავს ამ ომში? ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რასაკვირველია, [მომავალშიც] მივაქირავებთ ფულის გამო", - ეუბნება თეატრის დირექტორი ტვ "პირველს".
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)