11:23 - 30 Oct, 2026
|
2026-05-17 11:57:55, 6048 ნახვა
საზოგადოება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინება, "ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლები მივიდნენ. სამებაში იმყოფება ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარტიის დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. სამებაში მივიდა ოლიგარქის შვილი ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ძალიან ბედნიერია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ ძალიან ღირსეული გამგრძელებელი გვყავს პატრიარქ შიო მესამის სახით. წირვას ესწრებიან პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
უკრაინამ ბრიანსკის რეგიონში დაბომბა ქარხანა, რომელიც რუსული არმიისთვის დაკონსერვებულ საკვებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)