|
2026-05-15 11:20:14, 12339 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
კიევის ხელისუფლებამ 15 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა ქალაქის დარნიცკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ. ბოლო ინფორმაციით, 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ცხრასართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 28 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დროსაც ადამიანები ნანგრევებიდან ამოიყვანეს. სულ 30 ადამიანი გადაარჩინეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმა Kh-101 ჰაერი-მიწა ტიპის ფრთოსანი რაკეტით განხორციელდა, რომელიც, მისი მარკირებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ცოტა ხნის წინ იყო წარმოებული. „ეს ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ იღებს კომპონენტებსა და აღჭურვილობას სანქციების დარღვევით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სწორედ უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიოს ასეთი დარტყმებისგან. უკრაინამ ასევე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსული თავდასხმების საპასუხოდ. სხდომა მომავალ სამშაბათს არის დაგეგმილი. 14 მაისის ღამეს, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე კომბინირებული სარაკეტო და დრონული დარტყმა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ 56 რაკეტა და 675 დრონი გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 41 რაკეტა და 652 დრონი ჩაჭრეს. კიევი იყო მთავარი სამიზნე. თავდასხმა წლის დასაწყისიდან ყველაზე მასშტაბური იყო. აქამდე, გამოყენებული იარაღის მხრივ ყველაზე მასშტაბური დარტყმა რუსეთის არმიამ 24 მარტს განახორციელა, როდესაც 36 რაკეტა და 392 დრონი გამოიყენეს. ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა გასული წლის 17 ივნისს მოხდა. მაშინ მაღალსართულიანი შენობის დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ივნისის ბოლოს და სექტემბერში განხორციელებულმა შემდგომმა დარტყმებმა ხუთსართულიანი შენობების ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)