|
2026-05-13 16:06:26, 5367 ნახვა
კომენტარი
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ტვ ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ განაცხადა. როგორც გვარამია აცხადებს, საზოგადოებაში რევოლუციური სცენარის დაკვეთა და საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს და მიაჩნია, რომ ამის სურვილს მხოლოდ ცალკეული ადამიანები გამოთქვამენ. „ვიღაცას ჰგონია, რომ რევოლუცია გადაწყვიტა.. არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. არ მაქვს აჩემებული მაინც და მაინც 4 ოქტომბერი. რაღაცები მანამდეც ხომ ხდებოდა?! რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე და ვიმსჯელოთ და ვიმკითხაოთ, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის. საკუთარ საზოგადოებას უნდა იცნობდე, როდესაც ლაპარაკობ და პოლიტიკოსი ხარ და მოწოდებები გაქვს. არ არის ამის დაკვეთა ადგილზე. არის ამის სურვილი ცალკეულ ადამიანებში, ზოგიერთს სულსწრაფობით, ზოგიერთს რადიკალიზმით. არაფერს ვზრახავ, რადიკალიზმს ვგულისხმობ, სწრაფი და ერთჯერადი ნაბიჯით გადაწყვეტილების მიღების სურვილს და არა იმ თვალსაზრისით, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაგრამ სურვილი რჩება სურვილად. და ის, რომ ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში ამას დაწერს, ადამიანები, რომლებიც ძირითადად უცხოეთიდან წერენ, ან აქ არიან და აქციაზე ხან არიან, ხან არ არიან ან საერთოდ არ არიან. ჩართულები ან არიან ან არ არიან საერთო მოძრაობაში და ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, რატომ ვერ შედგა 4 ოქტომბერი, როდესაც თვითონ არ დაუდგნენ იმ ხალხს გვერდით“- განაცხადა გვარამიამ.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)