|
2026-05-09 12:50:16, 3949 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის. „ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის. 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება, მათ ხალხთან მისასვლელი პირიც არ აქვთ. დააანონსეს ხალხში გასვლა და ხალხში ვერ გავიდნენ. ერთმანეთსაც კი ვერ ელაპარაკებიან, არათუ, ხალხთან შეუძლიათ საუბარი. ასეთ პირობებში, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის, - განაცხადა კობახიძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)