|
2026-05-06 18:43:49, 4461 ნახვა
პოლიტიკა
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ მიიღოს კოორდინირებული და ეფექტიანი ზომები, მათ შორის დაასანქციროს იმ ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დამოუკიდებელ პრესაზე განხორციელებულ ღია ზეწოლაზე.“ 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) შეფასებას აქვეყნებს და ყურადღებას ამახვილებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მდგომარეობაზე. ორგანიზაციის შეფასებით, „ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთთან დაახლოებული მმართველი პარტიის პირობებში მედიის თავისუფლებაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა.“ IPI წერს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე ჟურნალისტების მიმართ მზარდი ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის ფონზე. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მიღებული რეგულაციები და ადმინისტრაციული პრაქტიკა დამოუკიდებელ მედიას დამატებით ბარიერებს უქმნის. „მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმმა (MFRR) დააფიქსირა 36 შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს თვითნებური ჯარიმები დაეკისრათ, მათ შორის 25 შემთხვევა უკავშირდებოდა საპროტესტო აქციების გაშუქებას.“ შეფასებებში ყურადღება ეთმობა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ის „უკვე წელიწადზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. მისი საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე განხორციელებული ფართო ზეწოლის ფონზე დამოუკიდებელი მედიის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. “ „ევროპარლამენტის მხრიდან სანქციებზე არაერთი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირმა ამ დრომდე ვერ შეძლო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მზარდი ავტორიტარული ტენდენციების შესაჩერებლად, მათ შორის, ვერ შეძლო ეფექტიანი სანქციების დაწესება. უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების ფონზე, რომელიც ფიდესის მმართველობის პერიოდში არაერთხელ ბლოკავდა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, ევროკავშირს ახლა ეძლევა შესაძლებლობა, გადავიდეს მიზნობრივ სანქციებზე.“ მოწოდებას ხელს აწერს 5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია - „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI), „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „თავისუფალი პრესა შეზღუდვების გარეშე“ (FPU) და „ბალკანეთისა და კავკასიის ტრანსევროპული ობსერვატორია“ (OBCT)
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)