|
2026-05-05 13:41:16, 4267 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იზრდება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა, რათა ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. სამინისტროს ცნობით, სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ. "სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა. ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა. სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ. რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე. ცვლილება უკვე ამოქმედდა - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)