23:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-04 22:22:29, 296 ნახვა

კომენტარი
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები

"პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები! ბევრად, ვიდრე ჩვენ, ქართველები" -  წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველომ შეიძლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს

"რაც თავი მახსოვს, ქართველები სომხებს ეჯიბრებიან და სომხები ქართველებს. ურბანულ (და არაურბანულ) ლეგენდებს თავი რომ დავანებოთ, საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის დინამოს და ერევნის არარატის საფეხბურთო მატჩები ჩვენთვის ლამის მთავარი ეროვნული მოვლენა იყო. ბოლოს 1988 წელს მოუგო არარატმა დინამოს (3:1 ერევანში და 2:1 თბილისში) და გველის ნაკბენივით ახსოვს დღემდე ყველას, ვინც თავის დროზე უყურა.

ახლა კი ისეთ სფეროში "დაგვიაბგონეს" სომხებმა, არასდროს რომ არ მოგვახლოვებიან, ჩვენი ზურგიც კი რომ არ დაუნახავთ ჩვენს უკან მორბენალთ:

პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები! ბევრად, ვიდრე ჩვენ, ქართველები - არა მხოლოდ კავკასიის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ყოფილი ჩემპიონები ამ სფეროში. ყოფილი ჩემპიონები და დღევანდელი ბოლოადგილოსნები.

ახლა უკვე ისიც იკვეთება, რომ საქართველომ შეიძლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს, თან იმ ფონზე, როცა სომხეთი მალე ამ უფლებას მიიღებს, რაზეც ცოტა ხნის წინ ჩვენი მეზობლები ვერც კი იოცნებებდნენ.

ერევნის ქუჩებში დღეს მაკრონი დარბის, თბილისის ქუჩებში კი ქოცების მიერ გაღარიბებული ქართველები. ქანცგაწყვეტილები დარბიან ერთი მაღაზიიდან მეორეში, იქნებ კვერცხი 5 თეთრით იაფად მაინც იშოვნონ, ან ნახევარი კილოგრამი ხორცი - 10 ლარად.

და ვერ შოულობენ.

ვერ შოულობენ, მაგრამ მათ ნაწილს, მთავრობა, რომელიც კვერცხის ფასსაც ვერ უგვარებს, ომის შემაკავებელი გონია და იმით იმშვიდებენ თავს, რომ ბომბები არ ცვივა. ოღონდ, კაცმა არ იცის, რა ბომბებზეა ლაპარაკი, რა ომზე, რა საშიშროებაზე, გარდა იმ ბოროტი ზღაპრებისა, რასაც დასანქცირებული პროპაგანდისტები უყვებიან იმედზე თუ რ2ზე. ვითომ, დღეს, ამ არხებზე, იგივე ვითომპრემიერი, "ცალ ფეხზე მდგომი" თვალებში არ შესციცინებდა იმავე ზელენსკის, რომელსაც მანამდე ომის გამღვივებლად, კლოუნად და კოკაინშიკად აცხადებდა, ამავე პროპაგანდისტულ არხებზე.

აი, ასე გამოათაყვანა ქოცპროპაგანდამ ქართველების ნაწილი და შეაგუა შიშში, სიღარიბეში და დამცირებაში ცხოვრებას. შეაგუა და თან იმათი ზიზღი ასწავლა, ვინც ასე არ ცხოვრობს, სისულელეებს არ იჯერებს, თავს არ იმკვდარუნებს და სამშობლოს ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძვის.

ერთდროულად ტრაგიკულ და სამარცხვინო დღეში ვართ, მოკლედ რომ ვთქვათ. მაგრამ გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს. და ეს გამოსავალი ჩვენშია!

სუპის ხვრეპაზე ვინც თანახმაა, კი ბატონო, ხვრიპოს. ოღონდ ისიც იცოდეს, რომ ამასობაში სომხები მწვადს შეჭამენ (იცოცხლე, კაი მწვადის კეთება კი იციან).

და ვინც სამშობლოს ინტერესების დამთმობნი არა ვართ, იმიტომ, რომ არც მშობლებს გავუზრდივართ ასე და ვერც ქოცებმა დაგვაჩაჩანაკეს, ვისაც ბრძოლის არც გვეშინია და არც გვეზარება, შევიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე!

შევიკრიბებით ბევრნი! შევიკრიბებით, რომ შევცვალოთ! და ვიდგებით ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!" -  წერს  ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics