|
2026-04-28 16:28:46, 2558 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას. პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის ფირფიტის და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ვინილის და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტი ამჯერად, წარმოგიდგენთ ქართული მუსიკის ლირიკის გენიის – ინოლა გურგულიას უნიკალური საარქივო აუდიოჩანაწერების ვინილების ნაკრებს. შვიდი ვინილისგან შემდგარი ნაკრები, სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ, 100 საარქივო აუდიო ჩანაწერს ხუთ ალბომად აერთიანებს. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა, ეს ჩანაწერები განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულებით გამოირჩევა.
ინოლა გურგულიას (1929–1977) ქართული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს – მომღერალს, კომპოზიტორსა და პოეტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას. მისი შემოქმედება, როგორც საავტორო ისე თარგმანებსა და უცხოურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, უნიკალურ სინთეზს ქმნის ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ კულტურას შორის. ინოლა გურგულია სიმღერების აღნიშნული ნაკრები წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რომელიც არა მხოლოდ ინოლა გურგულიას შემოქმედების ახლებურად აღმოჩენას სთავაზობს მსმენელს, არამედ მომავალ თაობებს უნარჩუნებს ქართული საავტორო სიმღერის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას. 28 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ვინილების ნაკრების შეძენას, მარჯანიშვილის 7-ში თიბისი კონცეპტის საკოლექციო მაღაზიაში. ნაკრები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მაღაზია „რეტრომანიაში”. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვინილების ნაკრების რაოდენობა ლიმიტირებულია.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)