|
2026-04-24 14:37:30, 5307 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
ოპოზიციური ალიანსი აცხადებს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შემთხვევის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ რამდენად მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია. ალიანსის შეფასებით, არსებული ვითარება კიდევ უფრო მძიმდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შემცირების ფონზე, რაც, მათი თქმით, ზღუდავს თანამედროვე მედიცინასა და ფინანსურ რესურსებზე წვდომას. ალიანსში აცხადებენ, რომ აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც, მათი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ ხორციელდება. "უკანასკნელი დღების მანძილზე დიუშენის კუნთოვანი დიაგნოზის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ რამდენად მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია, რომლის უმთავრეს მოვასალეობასაც, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, მითუმეტეს, ბავშვთა სიცოცხლეზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს. ბავშვთა ჯანმრთელობა არის ფუნდამენტური უფლება, ეს არ არის პრივილეგია, რომელიც საქართველოში ყოველდღიურად ირღვევა, რისი ნათელი მაგალითიცაა ჯანდაცვის სერვისების ორგანიზებულობის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და მძიმე დაავადებების მართვის საკითხი, რომლის განვითარების პირობაც ქართულმა ოცნებამ არაერთხელ დადო, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ბავშვი ოჯახებთან ერთად დღეს სწორედ სიცოცხლის გადასარჩენად ემიგრირებს სხვა ქვეყნებში. ამ მაგალითზე ძალიან ნათლად ჩანს, რომ ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაცია უდრის ჩვენი ბავშვებისთვის დასავლურ მედიცინაზე და ფინანსებზე წვდომის შეზღუდვას, რადგან იმისთვის, რომ არა მხოლოდ იშვიათი, არამედ, ზოგადად, სხვა დიაგნოზის მქონე ბავშვების პრობლემები სისტემურად გადაწყდეს, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორობა. ამავდროულად, რთული, ვისაუბროთ მაღალტექნოლოგიურ მედიცინაზე მაშინ, როდესაც უნისეფის გასული წლის დასკვნის მიხედვით, საქართველოში ბავშვების თითქმის მეოთხედი ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს სვამს, მათ შორის, ბაღებსა და სკოლებში, რასაც ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უკანასკნელი მონაცემებიც. სწორედ იმ ბაღებსა და სკოლებში, რომლის რეაბილიტაციისა და მშენებლობის თანხასაც იპარავს მიტაცებული ხელისუფლება და მიმართავს საკუთარი ჯიბეებისკენ, მაგრამ რატომღაც მკურნალობისა და დაადავადების მართვისთვის საჭირო თანხას ვერ პოულობს. საჭიროა კონკრეტული ქმედება მრავალი მიმართულებით, რაც ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია, მაგრამ ალიანსს აქვს კონკრეტული ხედვები და გზები ამ პრობლემების გადაჭრის. შესაბამისად, ის უნდა იქცეს რეალურ პოლიტიკად და ყოველდღიურ პრაქტიკად, რაც წარმოადგენს კიდეც სწორედ ალიანსის ხედვას", - თქვა ანა ქავთარაძემ ბრიფინგზე.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)