|
2026-04-23 11:17:49, 1359 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში გამართულ გახსნით სხდომაზე დაიწყო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გამოწვევებსა და საქართველოს პრიორიტეტებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას.
მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად საფრთხეებზე, რომლებიც ტრადიციულ უსაფრთხოების ჩარჩოებს სცდება. მინისტრმა განმარტა, რომ ამ რეალობის გათვალისწინებით FSC-იმ უნდა გააძლიეროს არა მხოლოდ არსებული ვალდებულებები, არამედ განავითაროს თანამშრომლობა და ინოვაციური მიდგომები - „საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს."
ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით მინისტრმა განმარტა, რომ საქართველო FSC-ის ფარგლებში კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს უჭერს მხარს და ცდილობს, ფორუმი დარჩეს დიალოგისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის პლატფორმად. „ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები, მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას." - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთო გამოწვევების ფონზე ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. „ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება." - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
ამ პრინციპებზე დაყრდნობით, მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს თავმჯდომარეობის სამი ძირითადი მიმართულება: ქცევის კოდექსის გაძლიერება, შეიარაღებული კონფლიქტების გავლენა ქალებსა და გოგოებზე და ადამიანის უფლებათა დარღვევები კონფლიქტების დროს.
დასასრულს მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე, რაც ორგანიზაციის ღირებულებების მიმართ ქვეყნის ერთგულებას ადასტურებს. მისი თქმით, არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობითა და ურთიერთპატივისცემით არის შესაძლებელი და საქართველო მზად არის ამ პროცესში აქტიური და პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს. უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობის როტაცია წელიწადში სამჯერ ხორციელდება. საქართველო FSC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის სექტემბრამდე იქნება.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)