|
2026-04-21 09:09:49, 6709 ნახვა
ევროპის ამბები
ბუქარესტში, ერთ-ერთ ელექტროსადგურში აფეთქება და მასშტაბური ხანძარი მოხდა
ორშაბათს საღამოს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც CET Vest თბოელექტროსადგურში მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Hot News ავრცელებს, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის (ISU) ცნობით, ხანძარი ორ ელექტროტრანსფორმატორს გაუჩნდა, თუმცა შემდგომ მესამეზეც გავრცელდა. მაშველებისთვის მთავარი გამოწვევა მაზუთის წვა იყო, რომლის 30 ტონაც ობიექტზე იყო. ხანძრის გამო ბუქარესტში ელექტროენერგიის ხანძრის მოკლევადიანი გათიშვა დაფიქსირდა. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, რაედ არაფატმა, განაცხადა, რომ ადგილზე დაახლოებით ათეული სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფებოდა. მეხანძრეები იძულებულნი იყვნენ სახიფათო პირობებში ემუშავათ სპეციალიზებული რობოტების დახმარების გარეშე. „სამწუხაროდ, ხანძარსაწინააღმდეგო რობოტები ტექნიკური მომსახურების პროცესში არიან... მეხანძრეები ახლა რობოტების გარეშე იმუშავებენ, მაგრამ მათთვის აფეთქების რისკი არ არსებობს. პრობლემა მაზუთის ხანძარია, რომელიც კონტროლს საჭიროებს“, - განმარტა არაფატმა. ღამის პირველი საათისთვის მეხანძრეებმა ხანძრის გავრცელების შეჩერება მოახერხეს. ინციდენტის ტერიტორიის გაგრილებისთვის სამუშაოები მიმდინარეობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. RO-Alert სამოქალაქო გაფრთხილების სისტემა არ გააქტიურებულა, რადგან ობიექტი საცხოვრებელი შენობებიდან მნიშვნელოვან მანძილზე მდებარეობს და კვამლი კრიტიკულად მკვრივი არ იყო. უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია პირდაპირ თბოელექტროსადგურს გაეთიშა. აფეთქების მიზეზი ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ დადგინდება. შეგახსენებთ, რომ ბერლინში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა, მასშტაბური ავარიიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ. ბერლინში საკაბელო ხიდზე გაჩენილმა ხანძარმა 50 000 სახლი და 2000-ზე მეტი ბიზნესი იანვარში რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)