|
2026-04-20 17:45:38, 5981 ნახვა
საზოგადოება
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
20 აპრილს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), მოსადმა და შინ ბეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ გამოვლენილია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ მხარდაჭერილი ქსელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და აზერბაიჯანში ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმებს გეგმავდა. მანამდე ანალოგიური ინფორმაცია აზერბაიჯანმაც გაავრცელა. ერთობლივი განცხადების მიხედვით, დაჯგუფების გეგმები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აზერბაიჯანის სამართალდამცავმა ორგანოებმა მათი წევრები დააკავეს. გავრცელებული ცნობებით, დაკავებისას ეჭვმიტანილებს თან ჰქონდათ ფეთქებადი დრონები და სხვა სახის საბრძოლო მასალები, რომლებიც აზერბაიჯანში კონტრაბანდულად შეიტანეს. ისრაელური სააგენტოების მიხედვით, დაჯგუფების წევრები ირანიდან მიღებული პირდაპირი მითითებებით მოქმედებდნენ და ქვეყანაში სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდნენ. ისრაელის განცხადებით, IRGC-ის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება აზერბაიჯანში სხვა ობიექტებზე თავდასხმებსაც გეგმავდა. მოსადის, IDF-ისა და შინ ბეთის აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა მსგავს საფრთხეებს გაუმკლავდნენ და ხელი შეუშალონ ირანის მცდელობებს, რომ მიზანში ამოიღონ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და უცხოეთში მდებარე დიპლომატიური ობიექტები. ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ირანმა დრონებით ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალის შენობასა და ახლომდებარე სკოლის ტერიტორიას დაარტყა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაშავდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)