03:08 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 21:34:39, 901 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ხვალ ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საკითხებში. 

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრებისას განხილულ იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურის სფეროებში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics