|
2026-04-14 13:17:39, 5224 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
„ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის, პეტერ მაჯიარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ეს მისასალმებელია. პარლამენტარმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ეს ურთიერთობები იმავე დონეზე გაგრძელდება, როგორც ვიქტორ ორბანის დროს იყო, რომელიც მალე დატოვებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. მაჭავარიანმა „ტიზას“ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ვულოცავთ ბატონ მადიარს გამარჯვებას. ეს არის უნგრეთის ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მას. ბატონ ორბანთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ მისი და მისი მთავრობის იმ პარტნიორობისთვის, რომელიც მათ მრავალი წლის განმავლობაში გაუწიეს საქართველოს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება ახალ მთავრობასთანაც. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი მადიარის პირველი კომენტარი. მან ასევე გააკეთა განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება იმავე დონეზე, როგორც ბატონი ორბანის დროს იყო“, - განაცხადა მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ტიზას“ პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა, განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას, სიამოვნებით ეწვევა თბილისს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი არ ჩაერევა არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)