|
2026-04-10 14:58:46, 10127 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
9 აპრილს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ქადაგებას დავით და გიორგი ბაგრატიონები დაესწრნენ. როგორც მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს, რომელიც ქართველი ერის ერთიანობის სიმბოლო იქნება. "დღევანდელი დღე განსაკუთრებულია რუისისთვის. ამიტომ დღეს ჩვენთან მობრძანდა უფლისწული გიორგი, მისი მამა დავითი. ეს სოფელი არის ცნობილი, დავით აღმაშენებელთან არის დაკავშირებული, თქვენ იცით აღმაშენებელი ამ სოფელში გაიზარდა, მამაცაშვილებმა გაზარდეს. ეს არის ის ტაძარი, სადაც მეფეც ეკურთხა, ალექსანდრე მეფე, გიორგი მეორე ეკურთხა ამ ტაძარში და ვიცით, რომ ალექსანდრე მეფე ამ ტაძარშია დაკრძალული. მე სულ ვამბობ, რომ ვისაც დედა ღვთისმშობელი უყვარს, მას უყვარს ბაგრატიონები იმიტომ, რომ ისინი არიან ნათესავები, ქართველი ადამიანი არ არსებობს, რომ ღვთისმშობლის ხატი არ ჰქონდეს ოჯახში. ჩვენი მომავალი არის ნათელი, ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. არ გეგონოთ, რომ ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია, ბაგრატიონთა. ჩვენ მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, სიმშვიდის შემომტანი და ერთიანობის სიმბოლო. როდესაც მოხდება ეს მოვლენა, ჩვენ მოვესწრებით ამას, ჩვენი ერი გაიხარებს. ჩვენს ერზე და ეკლესიაზე დიდი მადლი წამოვა, საღვთო მადლი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოაფხიზლებს ქართველებს. ლაზარე როგორც აღადგინა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ისე აღადგენს საქართველოს.
არის წინასწარმეტყველება კირილე ლავრიოტისის - აღმოსავლეთშიო, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი იმპერიაო, სულიერი თვალსაზრისით. ამ იმპერიას შექმნის მომავალი კურთხეული პატრიარქი და მომავალი კურთხეული მეფე და მადლობა უფალს, რომ გვყავს უკვე სახეზე უფლისწული და ღვთის ჩარევით და სულიწმინდის მადლით ჩვენც ვიხილავთ მომავალ პატრიარქს. ღმერთმა ინებოს, რომ მათი ერთობლივი ღვაწლით საქართველო გამოვიდეს ამ ჭაობიდან, ამ რთული მდგომარეობიდან და საქართველო გახდეს ღვთივკურთხეული ერი. ღმერთმა დალოცოს მომავალი მეფე, მომავალი პატრიარქი, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ლოცვა დაიბეჭდა, მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებულები ხართ თითოეულმა თქვენთაგანმა ილოცოს, როგორც იქნება ღვთის ნება, დაე ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ვიღაცისთვის კი არ ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რათა ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს და სულიერად გააბრწყინებს.", - თქვა მან.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)