|
2026-04-09 15:55:08, 9941 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
ოპოზიციის ალიანსი 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა ჯარმა, ჩვენი სამშობლოს მთავარ გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია სასტიკად დაარბია. დარბევისას საბჭოთა საოკუპაციო ჯარმა გამოიყენა სამხედრო ტექნიკა, ორლესული ნიჩბები და ქიმიური იარაღი, შედეგად დაიღუპა საქართველოს 21 მოქალაქე, მათ შორის 3 არასრულწლოვანი და დაშავდა 400-ზე მეტი. 9 აპრილის მოვლენებმა და იმ ერთიანობამ, რომელიც მომდევნო დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, საქართველოში საბჭოთა რეჟიმი მორალურად საბოლოოდ გატეხა და საწინდარი დაუდო ქართველი ხალხის გმირობიდან 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 9 აპრილი იმის სიმბოლოა, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ერთიან ბრძოლას არასდროს შეწყვეტს, ხოლო 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სახელები მუდამ გვემახსოვრება თავდადებისა და სიმტკიცის დაუვიწყარ მაგალითებად". - წერია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში. დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)