|
2026-04-07 13:45:45, 4334 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გასამკაცრებლადაც მზადაა - ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის შესაკავებლად მოქალაქეებს კრეტიდის პროცენტი გაეზრდებათ, რომ მიმოქცევაში ნაკლები ფული იყოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვეყანაში ინფლაციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით ხსნის, მისი თქმით, საომარი მოქმედებები ჩვენს სამეზობლოში გავლენას მართლაც ახდენს ფასებზე,ა,ის შესახებ ნათია თურნავა, IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან ერთობლივი პრესკონფერენციაზე, ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე, ინფლაციის მართვის შესახებ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. თურნავას თქმით, რეგიონში ტურბულენტური ვითარების გათვალისწინებითაც ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის. „2023-2024 წლებში გვქონდა საკმაოდ დაბალი ინფლაცია, საშუალოდ 1.1%. მოგეხსენებათ, მიზნობრივი ინფლაცია არის 3%. შემდეგ, ჩვენი პროგნოზების მიხედვით ვიცოდით, რომ 2025 წელს ინფლაცია გადააჭარბებს მიზნობრივს, თუნდაც იმიტომ, რომ წინა წლების შესადარისი ბაზა დაბალი იყო და ზრდა გამოჩნდებოდა, პლუს გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდა, მაგრამ მოლოდინი გვქონდა, რომ 2025 წლის შემოდგომის შემდეგ ინფლაცია დაიწყებს დაღმასვლას და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. მოვლენები ზუსტად ასე ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ახალი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვასთან, ნავთობის ბაზრებზე არსებულ მდგომარეობასთან. აქ არის ძალიან დიდი გაურკვევლობა, დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი და ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები. თუმცა მარტის მაჩვენებლით რომ ვივარაუდოთ, აქ მხოლოდ მცირე დოზით, ნაწილობრივაა ასახული ეს შოკი - 4.3% არის უფრო დაბალი ინფლაცია ვიდრე წინა პერიოდში. ასევე, საყურადღებოა, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს ისეთ პროდუქციას, რომლის ფასებიც მაღალი მერყეობით ხასიათდება, არის 2.4%, ანუ მიზნობრივზე დაბალი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დღემდე ვახერხებთ, ინფლაციური მოლოდინები კარგად გვქონდეს მართული. ეს გვეხმარება, რომ უფრო მედეგად შევხვდეთ ახალ გამოწვევას. ზემოქმედება, რომელსაც ეს ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე დამოკიდებულია რასაკვირველია ამ შოკის ხანგრძლივობაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის. გაკეთებული გვაქვს შიდა გათვლები, რომლიდანაც შემდეგ ჩვენი პოლიტიკის გადაწყვეტილებები მომდინარეობს ნავთობის სხვადასხვა ფასებთან კორელაციაში - ძირითადი მაჩვენებელი, რაც გლობალურად მოქმედებს ესაა. პასუხი ზოგადად ინფლაციურ შოკებზე, ჩვენი ბერკეტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შედარებით დაბალინფლაციური პერიოდები გვქონდა, რეგიონში დიდი გაურკვევლობიდან გამომდინარე და იგივე რუსეთ-უკრაინის ომიდან და სხვა რისკებიდან, თუნდაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის რისკიდან, რომელიც ერთ-ერთ სცენარში გვქონდა ნავარაუდევი, ამ გამოწვევას ისედაც შედარებით გამკაცრებული პოლიტიკის განაკვეთით შევხვდით - 8% არის დღეის მდგომარეობით და ეს 1 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი. გვქონდა იმედი, რომ მისი ნორმალიზაცია და შემცირება შეგვეძლებოდა, თუმცა ახლა ჩვენ, მსგავსად მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკისა, ვართ მოლოდინის რეჟიმში და ვუყურებთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გამომდინარე აქედან, ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც, რომ პოლიტიკის გამკაცრება გავაკეთოთ. ზოგადად, საქართველოს ცენტრალური ბანკი ბოლო შოკების პერიოდში იმით არის ცნობილი, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ეს ასეც გაგრძელდება", -თქვა თურნავამ.
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)