|
2026-04-04 20:21:10, 22106 ნახვა
სხვადასხვა
ირანში დაბომბვის შედეგად დაზიანდა გოლესტანის სასახლე
ირანის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გოლესტანის სასახლის დაზიანებას ასახავს. სასახლე ირანზე აშშ-სა და ისრაელის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა. ადრე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასახლის ცნობილი სარკიანი ტახტის ოთახი, მუზეუმის ექსპონატებთან ერთად, იანვრის საპროტესტო აქციების შემდეგ უსაფრთხო საცავში გადაიტანეს. გოლესტანის სასახლე თეირანის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აშენებული მე-19 საუკუნის შუა ხანებში, ყაჯარების დინასტიის დროს, „გოლესტანი“ სიტყვასიტყვით „ვარდების სასახლეს“ ნიშნავს. გოლესტანის სასახლე-მუზეუმი დაყოფილია 7 ნაწილად, რომელშიც გაერთიანებულია 20-მდე ნაგებობა: ანთროპოლოგიური მუზეუმი, ბრილიანტის დარბაზი, აქს-ხანე (ფოტოგრაფიის მუზეუმი), ხოუზ-ხანე (პორტრეტების გალერეა), ნეგარ-ხანე (სურათების გალერეა), შამს-ულ-ემანეხის პავილიონი და მარმარილოს სატახტო დარბაზი. 2013 წლის 23 ივნისს სასახლე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლის დილით აშშ-მ და ისრაელმა ირანს შეუტიეს. საპასუხოდ, ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ბაზებზე დარტყმები განახორციელა. აშშ-ისრაელის აგრესიის შედეგად, ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მოხელე დაიღუპა. აშშ-მ ჯერჯერობით დაადასტურა ექვსი ჯარისკაცის დაღუპვა. სამხრეთ ირანის პროვინციაში გოგონების სკოლაზე ისრაელის დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 170 მოსწავლე და მათი მასწავლებელი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)