|
2026-04-02 15:44:36, 4910 ნახვა
პოლიტიკა
დღეიდან, აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის 10-წლიანი ვიზები გააუქმა და 15 000-დოლარიანი გარანტია დააწესა
დღეიდან, 2026 წლის 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაცემის წესი შეიცვალა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ 50 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებზეც „სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამა“ გავრცელდა. ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები ტურისტულ და ბიზნეს (B1/B2) ვიზებს ვეღარ მიიღებენ 10-წლიანი ვადით. ამიერიდან ვიზა გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად, 3 თვის ვალიდობით და ქვეყანაში მაქსიმუმ 30 დღით დარჩენის უფლებით. ახალი რეგულაციით, აპლიკანტებს ვიზის მისაღებად შესაძლოა დასჭირდეთ ფინანსური გარანტიის, ე.წ. ბონდის წარდგენა. თანხის ოდენობას 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარს საკონსულო ოფიცერი ინტერვიუს დროს განსაზღვრავს. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ვიზიტორების დროული დაბრუნება საკუთარ ქვეყნებში. გადაწყვეტილება ეფუძნება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზის ვადის გადაცილების მაჩვენებელი 7.43% იყო (ვადაგადაცილებით ქვეყანა 690-მა მოქალაქემ დატოვა). მოქალაქეებმა ფინანსური გარანტიის წარდგენის პროცედურა მხოლოდ საკონსულო ოფიცრის მითითების შემდეგ უნდა დაიწყონ:
დეპოზიტი მფლობელს უკან დაუბრუნდება (პროცენტის გარეშე), თუ:
დაბრუნების პროცესი ავტომატურია, თუმცა მოგზაურს შეუძლია მექანიკურადაც დაიწყოს პროცედურა აშშ-ის დატოვებიდან 30 დღეში. ამისთვის მან უნდა წარადგინოს მტკიცებულებები (ჩასხდომის ბარათები, პასპორტის შტამპები, სახელფასო ქვითრები სხვა ქვეყნიდან და ა.შ.), რაც ადასტურებს, რომ მან აშშ დროულად დატოვა. თანხა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, თუ პირი:
აღნიშნული საპილოტე პროგრამა სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის 5 აგვისტოს აამოქმედა. 18 მარტს საქართველოსთან ერთად სიას კიდევ 11 ქვეყანა დაემატა (მათ შორის მონღოლეთი, ტუნისი, ნიკარაგუა). მანამდე პროგრამა 38 ქვეყანაზე ვრცელდებოდა. შეზღუდვა ძალაშია 2026 წლის 5 აგვისტომდე. პროგრამის მოქმედების პერიოდში საგარანტიო თანხის გადახდისგან გათავისუფლების პროცედურა არ იმოქმედებს.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)