|
2026-04-02 11:54:57, 6974 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია
„ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიუსაფარი ძაღლების გადაყვანასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. „ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში; ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა. მისივე განმარტებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე სააგენტოს მანქანების გადაადგილება და თავშესაფარში შესვლა არ დაფიქსირებულა, რაც მარტივად გადამოწმებადია, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმებით. მინისტრის მოადგილემ შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. „ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და არსებობს კადრები, ვთხოვ, გაასაჯაროონ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით. დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არანაირი შეხება არ აქვს შიდა ქართლის თავშესაფართან. ერთადერთი, რაც მე ვნახე, არის ბოლი ინსენერატორიდან, რომლის ფუნქციაა ნარჩენების, მათ შორის ცხოველური ნარჩენების დაწვა, რომელიც ოპერაციის შემდეგ წარმოიქმნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)