20:34 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 09:50:47, 17404 ნახვა

ევროპის ამბები
მადიარი ევროკავშირისთვის გამოცანაა, ის არც აკრიტიკებს ბლოკს და არც იცავს მას, - Politico

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვება ხელს შეუწყობს უნგრეთთან ურთიერთობების გადატვირთვას.

ამის შესახებ Politico-ს სტატიაშია ნათქვამი.

ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც სულ უფრო მეტად არიან გაღიზიანებულნი ორბანის მიერ უკრაინის მხარდაჭერის დაბრკოლების გამო, ფსონს დებენ, რომ უნგრეთის არჩევნები შეიძლება ურთიერთობების გადატვირთვას ან სულ მცირე უკრაინასთან დაძაბულობის შემსუბუქებას შეუწყოს ხელი.

ზოგიერთი დიპლომატი და უკრაინელი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ მადიარი შესაძლოა შეარბილოს თავისი პოზიცია გამარჯვების შემთხვევაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი პრიორიტეტი ევროკავშირის გაყინული ფონდების მილიარდობით დოლარის გათავისუფლებაა.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ უნგრეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას საფრთხედ აღიქვამს. ამიტომ, მადიარი თავს არიდებს ნებისმიერ დადებით შეფასებას, რადგან იცის, რომ ეს არჩევნებში ცუდად ითამაშებს.

Politico ასევე აღნიშნავს, რომ მადიარი აგრძელებს ბრიუსელის დისტანცირებას, რათა თავიდან აიცილოს ორბანის ბრალდებები, რომ ის ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მარიონეტია.

„ეს მას შავ ყუთად აქცევს. რას მიანიჭებს ის პრიორიტეტს, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს? ეს ასევე გარკვეულწილად საიდუმლოა ევროკავშირისთვის. ის არ აკრიტიკებს ევროკავშირს, მაგრამ არც იცავს მას“, - თქვა ევროპარლამენტარმა ტინეკე შტრეკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics