|
2026-03-31 12:29:03, 1820 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტი: I კვარტლის მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ 980 000 ლარის შემოწირულობა მიიღო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართლმა ოცნებამ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო. მონაცემების თანახმად, ქართული ოცნების შემდეგ მოდის - ლელო - ძლიერი საქართველო და თავისუფლების მოედანი. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში პარტიას შემოწირულობა არ მიუღია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო - 15 იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდში პარტიას 28 შემომწირველი ჰყავდა, მათ შორის: თბილისის მერი კახა კალაძე. მან პარტიას 12 ათასი ლარი შესწირა. რაც შეეხება ლელო - ძლიერ საქართველოს, მონაცემების თანახმად, პარტიას მიმდინარე წლის 2 თვეში, 8 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 146 ათასი ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან ლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია. აუდიტის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს შემოწირულობა მიღებული აქვს თავისუფლების მოედანსაც - პარტიას 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 44 შემომწირველი ჰყავდა, რომელთაც ჯამში პარტიისთვის 46 745 ლარი გაიღეს. შემომწირველებს შორის არიან პარტიის ლიდერები: ლევან ცუცქირიძე, ბაკურ კვაშილავა და სიმონ ჯანაშია. რაც შეეხება კოალიციას ცვლილებისთვის - 2026 წლის 14 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, მათ შემოწირულების სახით 3 460 ლარი მიიღეს. კოალიციას ამ პერიოდისთვის თანხა 8-ჯერ შესწირეს. შემომწირველებს შორისაა კოალიციის წევრი, მაია კოპალეიშვილი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის მიმდინარე წელს 2 371 ლარი ჩაერიცხა. პარტიის შემომწირველებს შორისაა დეპუტატი თამარ ხვედელიანი.
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)