20:35 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 14:41:53, 1523 ნახვა

პოლიტიკა
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებზე - საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს

 საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს, მით უმეტეს, თეატრს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ნამდვილად ხმამაღლად აქვს სათქმელი. -  განაცხადა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

შალუტაშვილმა ტავის სტუდენტებს არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა. მისი თქმით, 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად, 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა.

"არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნების - მაგალითად, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს, მით უმეტეს, თეატრს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ნამდვილად ხმამაღლად აქვს სათქმელი. ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია და ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოინახა სწორედ იმ წლების განმავლობაში და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა... საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან. ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის გასაგები გამხდარიყო, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი და „ასაგდები“ ნაწილი არიან. ცნობილია ისიც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო ამბობენ. ძალზე ადვილია ახალგაზრდა დააჯერო, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ხოლო რაც ხდება, ემოციებიდან გამომდინარეობს.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტს, ამჟამად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიმდინარეობს სრულიად შეუფერხებლად. დასწრება თითქმის 100%-იანია სწორედ დრამის მიმართულებაზე...

არაერთი შემთხვევა იყო, რომ მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისთვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს - 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად, 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა. ეს ჩანდა და ამას იყენებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დიდი ძალისხმევის ხარჯზე, მაგრამ დაწყნარდა და დამშვიდდა." - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

 დღის წესრიგის გათვალისწინებით, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ უსმენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics