|
2026-03-28 19:57:50, 1758 ნახვა
პოლიტიკა
ანი იანუშაიტიტეს დედა კობახიძესთან შეხვედრას ითხოვს
თბილისში, სამი წლის წინ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს. ნატო ხუტაშვილი TV პირველის გადაცემა "დღის ამბებთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი სურვილია, პრემიერ-მინისტრმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. ნატო ხუტაშვილი არ ენდობა თავდაპირველად გავრცელებულ ვერსიას, რომ მისი შვილი „საკვების გადაცდენით“ გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა:
ნატო ხუტაშვილმა კობახიძესთან შეხვედრა 16 მარტს, ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან სამი წლის ტავზე "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ითხოვა, თუმცა დღეს 28 მარტს, როგორც მან ინგა გრიგოლიას უთხრა, ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
მისი თქმით, 39 დაზიანება სხეულზე, დამტვრეული ტელეფონი თითის ანაბეჭდების გარეშე, „დავიწყებული“ კამერები "არწმუნებს", რომ მისი 12 წლის გოგო მოკლეს. დედას კითხვებს გამოძიების "არაეფექტურად მუშაობა" უჩენს ეჭვს.
2023 წლის 17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)