|
2016-03-31 16:49:33, 886 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძის დედა არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილს ჩაედინა
მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია არ გამორიცხავს, რომ მამა-შვილის მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილს ჩაედინა. როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურორისგან შეიტყო, რომ სწორედ ოთარ ბერძენიშვილი იყო პირველი ადამიანი, ვინც პოლიციას მომხდარი მკვლელობის შესახებ შეატყობინა. „ვერსიები მაქვს, თუ ვის შეიძლება ჩაედინა ეს მკვლელობა. არ არის გამორიცხული ეს ბერძენიშვილი იყოს, რადგან პროკურატურა ამბობს, რომ პირველი ზარი ოთარისგანაა შემოსული. მე პირველივე დღეს ვკითხე, თქვენთან ვინ დარეკა მკვლელობის შესახებ, პროკურორმა მითხრა, რომ ოთარ ბერძენიშვილმა დარეკა. მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა მოხდა. როცა პოლიციამ მაგდა წაიყვანა, დაინახეს, რომ ის კაცი იმ დღეს უბანში იყო, თუმცა პროკურორმა მითხრა, რომ ის დაფიქსირებულია სხვაგან, ოჯახის წევრებთან ერთად. ხელს ვერავის დავადებ, თუმცა საეჭვოდ ჟღერს ეს ყველაფერი“,- განაცხადა ლია შამუგიამ. მისივე თქმით, ბავშვის სურათი, რომელიც ურნიდან ამოიღეს, მისი შვილიშვილის არ აღმოჩნდა. „ეს სურათი ჩემი თორნიკესი არ არის,სხვა ბავშვია, თანაც გოგო“, - ამბობს პაპიძის დედა. შამუგია მაგდა პაპიძის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და აღნიშნა, რომ პაპიძემ, ალბათ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ლია შამუგია დარწმუნებულია, რომ მაგდა პაპიძეს შვილი არ მოუკლავს. „მაგდა თავის შვილს არ მოკლავდა. რომელი დედა მოკლავს შვილს? რისთვის უნდა მოეკლა? გაოგნებული ვარ, ეს ბავშვის თემა ჭკუიდან მშლის. მე ვფიქრობ, მაგდა უდანაშაულოა, ვფიქრობ ეს მკვლელობა კაცის ხელითაა ჩადენილი. მაგდას დეენემი არ ემთხვევა ომარის ნაკაწრს. ისეთი დაზიანებები აქვს ბიჭს მიღებული, ამას გოგო ვერ იზავდა. იძახდნენ, რომ შეიძლება საძილე საშუალება ყოფილიყო სისხლში, მაგრამ ექსპერტმა დაამტკიცა, რომ სისხლში არ იყო საძილე საშუალება“, - განაცხადა ლია შამუგიამ.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)