|
2026-03-27 12:00:09, 2354 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი სენატორები უნგრეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვის გამო
ორი ამერიკელი სენატორი - დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი თომ ტილისი - აპირებენ წარადგინონ კანონპროექტი, რომელიც სანქციებს დააწესებს უკრაინისთვის დახმარების ხელშეშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ამის შესახებ იტყობინება Financial Times. თუ „პუტინის დაბლოკვის“ აქტი მიღებული იქნება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწევს ფინანსური სანქციების დაწესება და ვიზების აკრძალვა უნგრეთის იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ქვეყნის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაში, ასევე მათთვის, ვინც უკრაინის მხარდაჭერის დაბლოკვას ცდილობდა. კანონპროექტის წარდგენა ხდება მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი. სენატორები შაჰინი და ტილისი აპირებენ კანონპროექტის ამ კვირაში წარდგენას. „შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ერთიანები უნდა დარჩნენ უკრაინის მხარდაჭერაში... ეს კანონპროექტი უნგრეთის მაღალჩინოსნებს პასუხისმგებლობას აკისრებს, ამავდროულად, უნგრეთს აძლევს მკაფიო გზას, რათა კვლავ შეუერთდეს თავის მოკავშირეებს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებისა და უკრაინის მხარდაჭერის დაბლოკვის შეწყვეტის გზით“, - თქვა ტილისმა. FT-ის მიერ განხილულ კანონპროექტში ორბანი სანქციების სამიზნედ აშკარად არ არის მოხსენიებული. კონგრესის თანაშემწის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია პასუხისმგებელი იქნება იმის დადგენაზე, თუ რომელი უნგრელი ჩინოვნიკები არიან პასუხისმგებელნი უკრაინისთვის დახმარების გაჭიანურებასა და ქვეყნის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაგრძელებაზე. შეგახსენებთ, რომ 19 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ მოხსნის უკრაინისთვის ხელსაყრელ არცერთ გადაწყვეტილებას მანამ, სანამ კიევი არ განაახლებს რუსული ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინა იძულებული იქნება განაახლოს რუსული ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით, რადგან მას „ფული ამოეწურება“. ხოლო 25 მარტს ორბანმა გამოაცხადა უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მანამ, სანამ „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ტრანზიტი არ აღდგება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)