|
2026-03-21 11:16:09, 3425 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები მოხსნა
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის ინფორმაციით, აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები მოხსნა. ამის შესახებ სკოტ ბესენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, მისი განცხადებით აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ლიცენზია გამოსცა, რომელიც ზღვებში მყოფ ტანკერებზე დატვირთული 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა. სკოტ ბესენტი აღნიშნავს, რომ ლიცენზია მხოლოდ ზღვებში ჩარჩენილ ტანკერებზე დატვირთულ ნავთობს შეეხება და ახალი შესყიდვების ან წარმოების უფლებას არ იძლევა. ხაზინის დეპარტამენტი მოკლევადიან ნებართვას გასცემს, რომელიც ამჟამად ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის საშუალებას იძლევა. ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ნავთობზე დაბალი ფასები შევინარჩუნოთ. შეერთებული შტატები გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე და მის შესაძლებლობაზე, წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე. ამ დროისთვის ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს გლობალურ ბაზარზე დამატებით დაახლოებით 440 მილიონი ბარელი ნავთობის შემოტანაზე, რაც ასუსტებს ირანის შესაძლებლობას, გამოიყენოს ჰორმუზის სრუტეში შეფერხებები ბერკეტად", - დაწერა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)