|
2026-03-12 23:28:53, 3950 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი მოსკოვის მექანიზმზე - რეჟიმმა იწვნია მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარცხი
ოპოზიციის ალიანსი ეუთო/ოდირის ანგარიშს ეხმაურება. მათი შეფასებით, რეჟიმმა იწვნია მნიშვნელოვანი სართაშორისო მარცხი, მოუწევთ პასუხისგება საერთაშორისო სასამართლოებში, გაიზრდება საერთაშორისო წნეხი, ამიტომ კრიზისი ვერ განიმუხტება თავისუფალინ არჩევნების დანიშვნის, პატიმრების გათავისუფლებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის გარეშე. "ეუთომ, ყველაზე მძლავრი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმით, რომელიც 24-მა სახელმწიფომ დააინიცირა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოწმეების გამოკითხვითა და ქართული ოცნების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივებით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა. დასკვნა მოუწოდებს რომის სტატუსის წევრ სახელმწიფოებს, მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) საქართველოში ადამიანების სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. ანგარიში გულისხმობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტის გამოძიებას, აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სანქციების გამოყენებისკენ. ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით უდანაშაულო ადამიანების დატყვევების ფაქტი. ეუთო მოუწოდებს ქართული ოცნების რეჟიმს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ანგარიშში ხაზგასმულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და საუბარია გაყალებების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე. ეს ნიშნავს, რომ: რეჟიმმა იწვნია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მარცხი; 10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)