23:15 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 12:39:24, 3105 ნახვა

პოლიტიკა
ესმაილ ბაგაი: მოჯთაბა ხემენეი დაშავებულია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხემენეი დაშავებულია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ ვიცი მისი პირველი სიტყვით გამოსვლა როდის იქნება“, - განაცხადა ბაგაიმ.

მისივე თქმით, მოჯთაბა ხემენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელდა.

„ლიდერის პოზიციაზე სამი თუ ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ექსპერტთა ასამბლეის უმრავლესობამ ის აირჩია. ეს იმას ადასტურებს, რომ სისტემა ერთი ადამიანის მიერ არ იმართება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics