|
2026-03-11 11:09:01, 2561 ნახვა
საზოგადოება
დაშავებული ფრინველები - ყანჩა და „წითელი ნუსხით“ დაცული შურთხი გადაარჩინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა შურთხი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შსს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იპოვეს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცეს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ფრინველი დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიაბარეს. ორივე ფრინველს ზოოლოგიურ პარკში შესაბამისი ვეტერინარული დახმარება გაუწიეს. გამოჯანმრთელების შემდეგ ფრინველები ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს დაუბრუნდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყანჩა კრწანისის ტყე-პარკში, შურთხი კი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაუშვეს. „გარემოსდაცვითი კონტროლის დროს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნაპოვნი დაზიანებული ფრინველი ან ცხოველი, შეიძლება იყოს სამართალდარღვევის ობიექტი. სწორედ ამიტომ, დეპარტამენტი თითოეული მსგავსი ფაქტის შესწავლას ახდენს. დაზიანებული ფრინველი ან ცხოველი დეპარტამენტის თანამშრომლებს ზოოპარკში გადაჰყავთ, სადაც მათ სათანადო მკურნალობას უტარებენ. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, სახეობებს ველურ ბუნებას ვუბრუნებთ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაზიანებული ფრინველებისა და ცხოველების გადარჩენა, არც თუ იშვიათად გვიწევს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ქურციკაშვილმა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)