|
2026-03-09 13:00:23, 4658 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თიბისი ტექსკოლა, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობას – დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ და სრულიად უფასოდ შეისწავლონ. თიბისი ტექსკოლაში სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და რეალურ ინდუსტრიაში გამოყენებად ცოდნას. კურსებს, თიბისის პროფესიონალებთან ერთად, სფეროს წამყვანი ლექტორები უძღვებიან, რომლებსაც ტექნოლოგიურ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და მოსწავლეებს ეხმარებიან, თეორიული ცოდნა რეალური ამოცანების გადაჭრაში გამოიყენონ. ტექსკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ორეტაპიანი კონკურსის შემდეგ შერჩეული მონაწილეები 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:
თიბისი ტექსკოლის ექვსი წარმატებული სემესტრის შემდეგ, 4000-მა უფროსკლასელმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ტექ სფეროში. მათსავით, შენც თუ გჯერა შენი მიზნების – ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ტექნოლოგიების სამყაროში, დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება. თიბისი მრავალი წელია ქმნის და მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას ეხმარება თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღებაში. ბრენდის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა განათლების გზით შექმნან საკუთარი წარმატების ისტორია და მოემზადონ მომავლის პროფესიული გამოწვევებისთვის.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)